ბასილაშვილი 1/8 ფინალში ხაჩანოვს შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილი 1/8 ფინალში ხაჩანოვს შეხვდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ვენაში მიმდინარე "ERSTE BANK OPEN 500"-ის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა, დღეს ტურნირის 1/8 ფინალურ სტადიაზე, მსოფლიოს 63-ე ჩოგანს, რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება.

აქამდე ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

2014 წელს კაარსტის "ჩელენჯერზე", რომელიც ჰარდის საფარზე იმართება, ნიკოლოზმა მარტივად, 6:1 6:4 იმარჯვა. ხოლო ამა წლის ივლისის თვეში, ბრაუნშვაიგის "ჩელენჯერზე", თიხის საფარზე, სამსეტიანი შეხვედრა შედგა, რომლის საბოლოო ანგარიშიც 6:2 4:6 6:4-ია. 

დღევანდელი თამაში თბილისის დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი და მის პირდაპირ ტრანსლაციას "Silk უნივერსალზე" ვიხილავთ. თუმცა დავამატოთ, რომ თუკი ტურნირის სხვა მატჩები გაიწელა, დაწყების დრო ოდნავ გადაიწევს. 

შეგახსენებთ, რომ ამ შეჯიბრების პირველი წრის დაძლევით, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, ხოლო ხაჩანოვის დამარცხების შემთხვევაში ის ჯამში 90 ქულას დაარეზერვებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები