მადრიდული გამოცემის გამოკითხვაში, წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მესი დიდი უპირატესობით გახდა
Aa
Aa

მადრიდული გამოცემის გამოკითხვაში, წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მესი დიდი უპირატესობით გახდა

მადრიდული გამოცემის, Marca-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც გულშემატკივარს "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის თავისი ფავორიტი უნდა დაესახელებინა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლიონელ მესიმ სოლიდური უპირატესობით გაიმარჯვა. 

100 ათასზე მეტი გამოკითხულიდან, არგენტინელმა ხმათა 58% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა კრიშტიანუ რონალდუმ - მხოლოდ 26.6. მესამე ადგილი ანტუან გრიზმანმა დაიკავა, რომელსაც მხარი 3.24%-მა დაუჭირა.

სააგენტოს თქმით, აღნიშნული შედეგები პორტუგალიელის სეზონის სტარტზე ნაჩვენებ ცუდ თამაშს უკავშირდება, რის გამოც კრიშტიანუს კრიტიკოსები საგრძნობლად მოუმრავლდნენ.

 

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები