ბასილაშვილმა გუშინდელ მატჩზე კომენტარი გააკეთა
Aa
Aa

ბასილაშვილმა გუშინდელ მატჩზე კომენტარი გააკეთა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ვენაში მიმდინარე "ERSTE BANK OPEN 500"-ის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა, ამ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

"დაძაბული და მომქანცველი თამაში იყო და ჩემი აზრით, იგი მოიგო იმ ჩოგბურთელმა, რომელიც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უკეთ იყო მომზადებული. მიხარია, რომ გამარჯვება მე დამრჩა". 

"არ ვიცი ეს ჩემი საუკეთესო თამაში იყო თუ არა, მაგრამ 100%-ით დავიხარჯე და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთე. მომდევნო ეტაპს მოუთმენლად ველი. ბერდიხთან მოგებამ მოტივაცია გამიორმაგა". - განაცხადა ტურნირის ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში ქართველმა ჩოგბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 45 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, ტურნირის 1/8 ფინალურ სტადიაზე კი, მისი მეტოქე, მსოფლიოს 63-ე ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება. ეს მატჩი ოთხშაბათსაა დაგეგმილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები