ბასილაშვილმა ბერდიხი დაამარცხა!
Aa
Aa

ბასილაშვილმა ბერდიხი დაამარცხა!

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ვენაში მიმდინარე "ERSTE BANK OPEN 500"-ის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა.

შეხვედრის სტარტზე ქართველი კარგად გამოიყურებოდა და სეტი ერთადერთი ბრეიკის წყალობით, 6:4 მოიგო. მეორე პარტიაში ორივე ჩოგბურთელი თავის მოწოდებას ინარჩუნებდა, მივიღეთ ტაიბრეიკი, სადაც ჩეხმა 7:5 იმარჯვა და სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა.

რაც შეეხება მესამე, გადამწყვეტ პარტიას, იგი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ნიკას უპირატესობა აშკარა იყო. იგი ბრეიკით ორჯერ დაწინაურდა და 4:1-საც იგებდა, საბოლოოდ კი, 6:5-ზე სეტში თავისთვის მესამე ბრეიკი შეასრულა და კარიერაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. 

24 წლის ქართველს აქამდე TOP 10-ეულის წარმომადგენელთან ერთი თამაში ჰქონდა გამართული. "ავსტრალიის ღია პირველობის" 2016 წლის გათამაშებაზე, იგი როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 45 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, ტურნირის 1/8 ფინალურ სტადიაზე კი, მისი მეტოქე, მსოფლიოს 63-ე ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები