WTA Singapore 2016 - თრილერები კუზნეცოვასა და პლიშკოვას სასარგებლოდ
Aa
Aa

WTA Singapore 2016 - თრილერები კუზნეცოვასა და პლიშკოვას სასარგებლოდ

რუსმა ჩოგბურთელმა სვეტლანა კუზნეცოვამ, რომელმაც შემაჯამებელ ტურნირზე თამაში ბოლო მომენტში გაიფორმა, რამდენიმე წუთის წინ, უდაძაბულეს ბრძოლაში, 2 საათსა და 48 წუთში, პოლონელი აგნეშკა რადვანსკა დაამარცხა.

პირველი პარტია კუზნეცოვამ 7:5 მოიგო, რასაც მეორე სეტში კონცენტრაციის დაკარგვა და 1:6-ზე განადგურება მოყვა.

მატჩის მე-3 სეტი კი, ნამდვილი თრილერი გამოდგა. მოთამაშეებმა ჯამში 7 ბრეიკი შეასრულეს, ხოლო 5:4-ზე რადვანსკას საკუთარ ჩაწოდებაზე "მატჩ პონტიც" ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კუზნეცოვამ იძალა, ის გეიმიც გადაარჩინა და 5:6-ზე გადამწყვეტ მომენტში მეტოქის კიდევ ერთი ჩაწოდების აღებით, შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. 

"თეთრი ჯგუფის" მეორე მატჩში კი, ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ, ესპანელი გარბინ მუგურუზა, ასევე მძიმე ბრძოლაში 6:2 6:7 7:5 დაამარცხა და კუზნეცოვასთან ერთად ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები