WTA Singapore 2016 - ფავორიტები დომინირებენ
Aa
Aa

WTA Singapore 2016 - ფავორიტები დომინირებენ

სინგაპურში ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო, სადაც რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ასპარეზობს.

"წითელი ჯგუფის" პირველ შეხვედრაში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, ამერიკელი მედისონ კიზი 6:2 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. მთელი შეხვედრა სიმონას უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯამში კიზმა 41 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ჰალეპმა მხოლოდ 12, ამ კომპონენტმა კი, დიდწილად თამაშის საბოლოო შედეგი განაპირობა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში, რეიტინგის ლიდერმა, გერმანელმა ანგელიკ კერბერმა, სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა სამ სეტში 7:6 2:6 6:3 დაამარცხა. პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე გერმანელმა 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში სლოვაკი უკეთ გამოიყურებოდა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მესამე გადამწყვეტ პარტიაში 3:2-ზე კერბერმა გარდამტეხი ბრეიკი შეასრულა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა. 

შესაბამისად, პირველი ტურის შემდეგ "წითელ ჯგუფში" ჰალეპი და კერბერი გალიდერდნენ, რომელთაც 1-1 ქულა აქვთ, სეტების უკეთესი ბალანსით ლიდერი რუმინელია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები