ბასილაშვილი ვენის ტურნირზე ბერდიხს დაუპირისპირდება
Aa
Aa

ბასილაშვილი ვენის ტურნირზე ბერდიხს დაუპირისპირდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, დღეიდან ვენაში გასამართი ERSTE BANK OPEN 500-ის ტურნირის ძირითად ბადეში ჩაერთვება.

24 წლის ბასილაშვილმა ტურნირის შესარჩევ ეტაპზე, ჯერ კვალიფიკაციის პირველი ნომერი ტომას ბელუჩი დაამარცხა, გადამწყვეტი ბრძოლა კი, მოლდოველ რადუ ალბოტს მოუგო.

ხოლო ძირითადი ბადის მატჩები დღეს დაიწყება და ნიკას პირველი მეტოქე მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელსაც ამ წუთისათვის ATP-ს რეიტინგში მე-10 პოზიცია უკავია.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "Silk უნივერსალი" შემოგვთავაზებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები