2016 წლის
Aa
Aa

2016 წლის "Golden Boy"-ის ნომინაციაში რენატო სანჩესმა გაიმარჯვა

მიუნხენის "ბაიერნის" პორტუგალიელი ნახევარმცველი, რენატო სანჩესი Golden Boy-ს მფლობელი გახდა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს საღამოს გაიმართება, სადაც გამარჯვებულის ვინაობა ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუმცა გაზეთმა Tuttosport-მა, რომელიც აღნიშნულ გამოკითხვას თავად ატარებს, პირველ გვერდზე სანჩესის ფოტო გამოაქვეყნა და გამარჯვების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაავრცელა.

გამოკითხვაში მონაწილეობას ღებულობდნენ, ცნობილი ევროპული პრესის ჟურნალისტები. სანჩესმა კი უკან ისეთი მოთამაშეები ჩამოიტოვა, როგორებიც მისი თანაგუნდელი კინგსლი კომანი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი მარკუს რაშფორდი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები