ATP-მ კირგიოსი ჩოგბურთიდან მოკვეთა!
Aa
Aa

ATP-მ კირგიოსი ჩოგბურთიდან მოკვეთა!

21 წლის ავსტრალიელ ჩოგბურთელს, ნიკ კირგიოსს, მამაკაცთა საჩოგბურთო ასოციაციამ (ATP), ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობა 8 კვირით აუკრძალა. 

"ATP-ს გადაწყვეტილებით, ავსტრალიელი ჩოგბურთელი, ნიკ კირგიოსი ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობას 8 კვირის განმავლობაში ვერ მიიღებს. გარდა ამისა მას 25 ათასი დოლარის გადახდაც დაეკისრა". - ვკითხულობთ ATP-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ამ ყველაფრის მიზეზი, გასულ კვირას შანხაის "მასტერსზე" მიშა ზვერევის წინააღმდეგ მატჩისას, გამოვლენილი არასპორტული საქციელია. 

ასე რომ, კირგიოსისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია და მას ჩოგბურთში დაბრუნება 2017 წლის 15 იანვარს შეეძლება. 

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჩოგბურთელმა ATP-ს გადაწყვეტილებას მართებული უწოდა და ბოდიშიც მოიხადა. 

 

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები