The sun:
Aa
Aa

The sun: "სიტი" სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს!

პოპულარული ბრიტანული გამოცემის, The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" საფეხბურთო სამყაროს, სენსაციურ ტრანსფერს უმზადებს. 

"ქალაქელებს" არც მეტი, არც ნაკლები, "სელტიკის" 13 წლის შემტევის, კარამოკო დემბელეს შეძენა განუზრახავთ. 

"ჩვენ ამ ფეხბურთელს რამდენიმე თვეა ვაკვირდებით, ის ძალიან ნიჭიერია. კლუბი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მონიტორინგს, ამ ეტაპზე კი, დემბელე ყველაზე კარგი ვარიანტი ჩანს". - აქვეყნებს "სიტის" წარმომადგენლის სიტყვებს ბრიტანული პრესა.

როგორც ინგლისური ტაბლოიდები წერენ, პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი მთავარი კურსი "სიტის" ახალგაზრდული აკადემიის გაძლიერებაა. მანჩესტერელებმა უკვე შეიძინეს 16 წლის ჟადონ სანჩო, რომლის ტრანსფერიც 300 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა და ასევე 16 წლის არგენტინელი ბენჟამინ გარე. 

თავად დემბელემ კი, გასულ კვირას "სელტიკის" 20 წლამდელთა გუნდში ითამაშა და იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა და გრანდების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 

 

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები