მარიამ დალაქიშვილი TENNIS EUROPE JUNIOR MASTERS-ის გამარჯვებულია!
Aa
Aa

მარიამ დალაქიშვილი TENNIS EUROPE JUNIOR MASTERS-ის გამარჯვებულია!

14 წლის ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ დალაქიშვილი, იტალიაში მიმდინარე TENNIS EUROPE JUNIOR MASTERS-ის გამარჯვებული გახდა.

ევროპის 8 საუკეთესო რეიტინგის მქონე ჩოგბურთელს შორის, მარიამი მე-3 ნომრად იყო განთესილი.

ნახევარფინალში მისი მეტოქე რუსი ჩოგბურთელი, ტურნირის პირველი ნომერი, დანიელა მედვედევა იყო. შეხვედრა ქართველის გამარჯვებით 6:4 6:4 დასრულდა.

ფინალში კი, მარიამი სერბ თამარა მალეშევიჩს დაუპირისპირდა, ის 7:6 6:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები