ოფიციალურად: იკარდიმ
Aa
Aa

ოფიციალურად: იკარდიმ "ინტერთან" გაახანგრძლივა

მილანის "ინტერის" ლიდერმა, მაურო იკარდიმ, კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. მისი გამოსასყიდი თანხა კი, 110 მილიონი ევრო იქნება. 

"აღფრთოვანებით შეგვიძლია გაცნობოთ, რომ "ინტერნაციონალესა" და მაურო იკარდის შორის შეთანხმება შედგა და მასთან კონტრაქტი 2021 წლის, 30 ივნისამდე გახანგრძლივდა". - აქვეყნებს განცხადებას იტალიური კლუბის ოფიციალური საიტი. 

23 წლის არგენტინელი, "ნერაძურიში" 2013 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 114 შეხვედრაში, 58 გოლი აქვს გატანილი, რაც პროდუქტიულობის მაჩვენებლის მიხედვით, "ინტერის" არსებობის ისტორიაში რეკორდია. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები