ელინა სვიტოლინამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი დაამარცხა
Aa
Aa

ელინა სვიტოლინამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი დაამარცხა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო ტურნირის 1/8 ფინალურ სტადიაზე, სენსაცია დაფიქსირდა და გათამაშებას, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, გერმანელი, ანგელიკ კერბერი გამოეთიშა. 

მისი დამარცხება, 22 წლის უკრაინელმა, ელინა სვიტოლინამ შეძლო, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

შეხვედრა ზუსტად 90 წუთი გაგრძელდა და მისი საბოლოო ანგარიში 6:3 7:5-ია. სვიტოლინას მეტოქე 1/4 ფინალში, გაავსტრალიელებული რუსი, დარია გავრილოვა იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები