Aa
Aa

"როლან გაროსი" უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს

საფრანგეთის ღია პირველობის, იგივე "როლან გაროსის" ორგანიზატორებმა, ტურნირის საჩოგბურთო კომპლექსის მოდერნიზაციისთვის, თანხმობა მიიღეს. 

აქამდე სასამართლო ამის წინააღმდეგი იყო, რამეთუ ისინი ფიქრობდნენ, რომ თუკი ასე მოხდებოდა, ზიანი მიადგებოდა "ოტეის ბაღს", რომელიც საჩოგბურთო კომპლექსიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს და მასში სხვადასხვა ტროპიკული და ენდემური მცენარეთა სახეობაა დაცული. 

სამუშაოების ფარგლებში, როგორც მთლიანი საჩოგბურთო კომპლექსის გაფართოება, ასევე ცენტრალური კორტის ("ფილიპ შატრიე") გადახურვა იგეგმება, ოღონდ ეს 2020 წლისთვის მოხდება. 

ამ ეტაპზე, დიდი სლემის ტურნირებს შორის, "როლან გაროსის" საჩოგბურთო კომპლექსი ყველაზე პატარაა, ხოლო მოდერნიზაციის შემდეგ მისი საერთო ფართობი 8.5-დან, 13.5 ჰექტარამდე გაიზრდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები