Aa
Aa

"იუნაიტედი" 19 წლის გონსალო გედესს აკვირდება

პორტუგალიური სპორტული ჟურნალის, Record-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბენფიკას" თინეიჯერი შემტევის, გონსალო გედესის ტრანსფერით, სერიოზულადაა დაინტერესებული. 

წყაროს თქმით, ინგლისელთა სკაუტები გასულ უქმეებზე "ბენფიკა"-"ფეირენსეს" (4:0) შეხვედრას დაესწრნენ და გედეისის თამაშს აკვირდებოდნენ. 19 წლის ფეხბურთელმა მოედანზე საწყისი 84 წუთი გაატარა, თუმცა არცერთ გოლში მონაწილეობა არ მიუღია. 

გედესს მიმდინარე სეზონში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი, რომელიც მან "ნაპოლის" შეუგდო, ხოლო მთლიანობაში "ბენფიკას" რიგებში 2014 წლის შემდეგ, ჩატარებულ 30 მატჩში, 3 ბურთი აქვს აქტივში. 

ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრების წევრიცაა და მის ანგარიშზე 2 "კეპია". 

 

მომზადებულია record.xl.pt-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები