ტერ შტეგენი:
Aa
Aa

ტერ შტეგენი: "ჩემთვის ეს განსაკუთრებული მატჩია"!

კატალონიური "ბარსელონას" გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" შეხვედრის წინ, კომენტარი გააკეთა. 

"მე პროფესიონალი ვარ და დღეს 3 ქულისათვის, ყველაფერს გავიღებ. ახლა "ბარსელონას" ვეკუთვნი, მხოლოდ მისთვის ვკონცენტრირდები და სხვა კლუბზე არ ვფიქრობ".

"რა თქმა უნდა, მახსოვს მიონხენგლადბახში გატარებული 5 წელიწადი და კლუბმა რაც ჩემთვის გაიღო, მუდამ მემახსოვრება". 

"ჩემთვის, გასაგები მიზეზის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, თუმცა როგორც კი, შეხვედრა დაიწყება ყველაფერს დავივიწყებ და მხოლოდ 3 ქულისთვის ვიბრძოლებ. მე "გლადბახში" მეგობრები მყავს, რომელთათვისაც დროს, მოედნის გარეთ გამოვყოფ და არა მინდორზე, სადაც მეგობრობის ადგილი არაა". - განაცხადა 24 წლის მეკარემ. 

შეგახსნებთ, რომ ტერ შტეგენი მიონხენგლადბახშია დაბადებული და "გლადბახის" საფეხბურთო სკოლაში 4 წლის ასაკში მივიდა, ძირითად გუნდში კი, 2009-2014 წლებში თამაშობდა. 

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ის "ბორუსია პარკზე", 22:45 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები