დორტმუნდი-რეალის შეხვედრას მარკ კლატენბურგი იმსაჯებს
Aa
Aa

დორტმუნდი-რეალის შეხვედრას მარკ კლატენბურგი იმსაჯებს

"ჩემპიონთა ლიგის" მე-2 ტურის, ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრას, დორტმუნდის "ბორუსიასა" და მადრიდის" რეალს" შორის, ინგლისელი რეფერი, მარკ კლატენბურგი იმსაჯებს. 

კლატენბურგს უდავოდ კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს და მას ტოპ კლასის მატჩებს ხშირად ანდობენ. შეგახსენებთ, რომ 41 წლის ბრიტანელმა, ამ წელს, ინგლისის FA CUP-ის, "ჩემპიონთა ლიგისა" და "ევრო 2016"-ის ფინალური მატჩები იმსაჯა. 

"დორტმუნდისა" და "რეალის" დაპირისპირება კი, სამშაბათს, 27 სექტემბერს, გერმანიაში, "სიგნალ იდუნა პარკზე" ჩატარდება. თამაში 22:45 საათზე დაიწყება. 

 

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები