ვაისმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

ვაისმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ირლანდიასა (6 ოქტომბერი) და უელსთან (9 ოქტომბერი) საგარეო მატჩებისთვის მოემზადება.

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი (ყველა - დინამო თბ), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი).

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები