ინძაგი: ფრე სამართლიანი შედეგი იყო
Aa
Aa

ინძაგი: ფრე სამართლიანი შედეგი იყო

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ, გუშინდელი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრე ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო.

 

„არ ვფიქრობ, რომ ანტონელიმ ხელით განზრახ ითამაშა. იმ ეპიზოდში პენალტი ნამდვილად არ უნდა დანიშნულიყო და მსაჯის გადაწყვეტილებას სრულიად ვეთანხმები. ყველაზე კარგად თამაშს, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ვაკონტროლებდით და გოლი აუცილებლად უნდა გაგვეტანა.

„მილანმა“ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ვფიქრობ, რომ ფრე ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო“ - განაცხადა ფილიპო ინძაგიმ „Sky Sport Italia“-სთან საუბარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები