სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!
Aa
Aa

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, მიხეილ აბაიშვილის სახით, ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

დღეს გამართულ არჩევნებში 94 ადამიანი მონაწილეობდა. აქედან, ორი ბიულეტენი ბათილად ცნეს. ხმათა უმრავლესობით, გამარჯვება აბაიშვილს დარჩა, რომელსაც 56-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ხოლო მეორე პოზიციაზე, 36 ხმით გიორგი დარჯანია გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან სჟა-ს გია გორგოძე ხელმძღვანელობდა და მან თანამდებობა გასულ წელს დატოვა, რის შემდეგაც პოსტი ვაკანტური გახლდათ.

აბაიშვილი, პრეზიდენტის პოსტს 4 წლის ვადით დაიკავებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები