Aa
Aa

"ბარსას" "ატლეტიკოსთან" უმტიტი დააკლდება

ცუდი ამბავი ვრცელდება "ბარსელონას" გულშემატკივართათვის. საქმე ისაა, რომ დღევანდელ წინასამატჩო ვარჯიშზე, ტრავმა მიიღო გუნდის ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმიტიტიმ და მას ხვალინდელი თამაშის გამოტოვება მოუწევს. 

უმტიტი ხვალინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებოდა. თუ ჩვენ ესპანელ კოლეგებს დავუჯერებთ, მისი ტრავმის გამო, ხერარდ პიკეს, დაცვის ცენტრში, ხავიერ მასკერანო შეუწყვილდება. 

ჯერჯერობით, 22 წლის ფრანგის ტრავმის სიმძიმე უცნობია. 

"ბარსასა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება, ხვალ, 21 სექტემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება. მატჩს "ნოუ კამპი" მასპინძლობს. 

 

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები