კაპიტნის ღირსეული საქციელი - კაშიამ ჰოლანდია აალაპარაკა!
Aa
Aa

კაპიტნის ღირსეული საქციელი - კაშიამ ჰოლანდია აალაპარაკა!

გასულ უქმეებზე, კონკრეტულად კი 17 სექტემბერს, გურამ კაშიას "ვიტესმა" საკუთარ არენაზე "იგლზი" 2:0 დაამარცხა. 

ეს შეხვედრა არნემის ომის წლისთავს დაემთხვა და იმ ომის რამდენიმე ვეტერანი, აღნიშნულ მატჩს ესწრებოდა კიდეც. თამაშის შემდეგ, "ვიტესის" ქართველი კაპიტანი მათ სამხედრო ჟესტით მიესალმა და პატივისცემის ნიშნად თავისი მაისური გადასცა. 

"ეს ტრადიციაა, რომელიც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ამ ღვაწლმოსილი ადამიანების ამაგი დასაფასებელია, რადგან ისინი სიცოცხლის ხარჯზე, ჩვენთვის, მომავალი თაობისთვის იბრძოდნენ". - განაცხადა კაშიამ. 

ქართველის ამ ჟესტმა ჰოლანდიური პრესა აალაპარაკა, რომელიც ქართველს, ღირსეულ ადამიანსა და სამაგალითო კაპიტანს უწოდებს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები