ფერგიუსონმა
Aa
Aa

ფერგიუსონმა "ჩემპიონთა ლიგის" მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა..

სპეციალისტთა აზრით, მოახლოებული "ჩემპიონთა ლიგა" ბოლო 20 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ისეთი გუნდები ვერ იასპარეზებენ, როგორებიც "მანჩესტერი", "ჩელსი", "ლივერპული", "მილანი", "ინტერი" "რომა" და კიდევ ბევრი არაერთი ძლიერი გუნდია.

სპეციალისტთა უმეტესობა "ჩემპიონთა ლიგის" ფავორიტთა შორის "ბაიერნს", "რეალს" და "ბარსელონას" მოიაზრებს. თუმცა სერ ალექს ფერგიუსონს სრულიად განსხვავებული ვარიანტი აქვს..

„ფეხბურთისთვის დამახასიათებელია ციკლები და მიმდინარე პერიოდში "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" სხვებზე მაღლა დგანან. თუმცა ვთვლი, რომ "იუვენტუსს" ნებისმიერი გუნდის დამარცხება და "ჩემპიონთა ლიგის" მოგება შეუძლია. ალეგრი ტურინელთა ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ის დიდებული მწვრთნელი და ტაქტიკოსია, რომლის გუნდსაც მე წლევანდელი "ჩემპიონთა ლიგის" მოგების მთავარ ფავორიტად მივიჩნევ" - განაცხადა "მანჩესტერის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები