შოუ იბრაჰიმოვიჩს აქებს..
Aa
Aa

შოუ იბრაჰიმოვიჩს აქებს..

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ლუკ შოუმ კლუბის ახალწვეულის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა..

"იბრაჰიმოვიჩი დიდებული ფეხბურთელია. ის ახალ გარემოს ძალიან მოკლე დროში შეეგუა და კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა. კარგია, რომ გუნდში არის მოთამაშე, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და ზლატანი სწორედ ასეთია. ის მოედანზე ყველაფერს სწორად კითხულობს და გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება. დარწმუნებული ვარ, რომ იბრაჰიმოვიჩთან ერთად ჩვენ მიმდინარე სეზონში არაერთ ტიტულს მოვიპოვებთ" - განაცხადა ლუკ შოუმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები