მოურინიო: დიდი ბიჭი ყველაზე მეტს დაისვენებს..
Aa
Aa

მოურინიო: დიდი ბიჭი ყველაზე მეტს დაისვენებს..

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სხვებთან შედარებით მეტს დაისვენებს.

"34 წლის ასაკში ხშირი დასვენების გარეშე ფონს ვერ გახვალ. სეზონში 70 მატჩის ჩატარება მუდმივი დატვირთვის რეჟიმში ძალიან ძნელია. ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში არ არიან გამოძახებულნი მხოლოდ 2 დღით დაისვენებენ. ზლატანი კი იმდენ ხანს იუქმებს, რამდენიც მისთვის საჭირო იქნება. ის ჩემთვის ყველაზე გამოყენებადი ფეხბურთელია. შესაბამისად ზლატანმა ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და მოედანზე ჯამში 360 წუთი გაატარა. დიდი ბიჭს დამატებითი დასვენება ეკუთვნის" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები