skysports: ბრავოს ტრანსფერი ხუთშაბათს გაოფიციალურდება!
Aa
Aa

skysports: ბრავოს ტრანსფერი ხუთშაბათს გაოფიციალურდება!

ბრიტანული გამოცემის, skysports-ის ცნობით, ჩილელი მეკარის, კლაუდიო ბრავოს, "ბარსელონადან" "სიტიში" ტრანსფერი, ხუთშაბათს გაოფიციალურდება. 

ამ ეტაპზე ფეხბურთელსა და მანჩესტერელებს შორის მოლაპარაკებები, კონტრაქტის პირობებზე მიმდინარეობს, ხოლო კლუბებმა ყველაფერი შაბათს შეათანხმეს. 

33 წლის ბრავო, "ბარსას" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. იგი ამ კლუბში "სოსიედადიდან" გადმოვიდა. 

გეტყვით იმასაც, რომ ბრავოს ნაცვლად "ნოუ კამპზე" "აიაქსის" მეკარე, იასპერ სილესენი მივა, რომელთანაც კატალონიელებმა 5 წლიან ხელშეკრულებაზე მოილაპარაკეს. სილესენმა გასულ უიქენდზე, "აიაქსის" თამაშს თვალი ტრიბუნიდან მიადევნა, რაც, ბუნებრივია, ყველაფერზე ნათლად მიანიშნებს. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები