Aa
Aa

"იუვენტუსმა" პოგბას შემცვლელი იპოვა!

"Football Italia"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ, შესაძლოა გუნდი დატოვოს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ფეხბურთელის სურვილს ტურინის "იუვენტუსში" თამაში წარმოადგენს, ხოლო იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ იტალიის ჩემპიონებმა რამდენიმე დღის წინ პოლ პოგბა გაყიდეს, მათთვის მატუიდის დამატება იდეალური ვარიანტი იქნება. პოლ პოგბას უპირველეს შემცვლელად ტურინელთა გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა სწორედ ფრანგ ფეხბურთელს მიიჩნევს, თუმცაპსჟმასთან გამომშვიდობებას ადვილად არ აპირებს. მიუხედავად ამისა, უნაი ემერისთვის მატუიდი მნიშვნელოვან ფიგურას არ წარმოადგენს და ეს ფეხბურთელმაც იცის. მატუიდის სურვილმა კი შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

ბლეზ მატუიდის ფრანგებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი კი 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები