Aa
Aa

"სიტიმ" კლაუდიო ბრავო დაიმატა

"Marca"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" და "ბარსელონამ" კლაუდიო ბრავოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც ჩილელი მეკარე კარიერას ინგლისის "პრემიერლიგაში" გააგრძელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ტრანსფერის ღირებულებამ 16 მილიონი ევრო შეადგინა, რომელსაც ბონუსების სახით შესაძლოა კიდევ 4 მილიონი დაემატოს. ამ მომენტში კლაუდიო ბრავო, "სიტისთან" ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს აგვარებს და კონტრაქტს რამდენიმე საათში გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყების წინ, ბრავომ "ბარსელონასგან" სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტია მოითხოვა. კატალონიური კლუბისგან უარის მიღების შემდეგ კი, კლუბსა და ჩილელ მეკარეს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები