ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბარსამ" კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხა!

ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონამ", "ვალენსიასთან", პაკო ალკასერის ტრანსფერზე, შეთანხმებას მიაღწია.

არსებული ცნობით, კატალონიელები "ღამურებს" 30 მილიონ ევროს (პლიუს ბონუსებს) გადაუხდიან, ხოლო ფეხბურთელთან ფორმალური ხასიათის პირობებია შესათანხმებელი. 

22 წლის ალკასერი, "ვალენსიას" მთავარ გუნდში 2010 წლიდან გამოდის და კლუბის მაისურით 92 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი.

ასე რომ, ახალი სეზონისათვის ეს "ბარსას" მეხუთე შენაძენი იქნება. აქამდე გუნდმა სამუელ უმიტიტი, დენის სუარესი, ლუკა დინი და ანდრე გომეში გაიფორმა. 

ასევე ვრცელდება ხმები, რომ "სიტიში" წასული კლაუდიო ბრავოს შემცვლელად, კატალონიელები, იმავე "ვალენსიას" კიპერს, დიეგო ალვეშს დაიმატებენ. 

 

მომზადებულია okdiario.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები