რემზი 1 თვე ვერ ითამაშებს
Aa
Aa

რემზი 1 თვე ვერ ითამაშებს

"The Telegraph"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უელსის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, აარონ რემზი მოედანს 1 თვით დაემშვიდობა. ამის მიზეზი კი, "ლივერპულთან" მატჩში მიღებული ტრავმა გახდა.

დღეს დილით ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რემზი საკუთარ გუნდს "ლესტერისა" (20 აგვისტო) და "უოტფორდის" (27 აგვისტო) წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება. იგი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელიც 5 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

ექიმების ვარაუდით, რემზი მოედანზე გასვლას 10 სექტემბერს, "პრემიერლიგის" მე-4 ტურის შეხვედრაში შეძლებს, როდესაც მისი გუნდი საკუთარ მოედანზე "საუთჰემპტონს" მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები