ტურე „მანჩესტერ სიტის“ დატოვებას არ აპირებს
როგორც „Daily Mail“ იტყობინება, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, იაია ტურე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს კლუბის დატოვებას არ აპირებს. კოტ-დივუარელის მიმართ უდიდეს ინტერესს მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი იჩენს, თუმცა დიდი ალბათობით ფეხბურთელი მის ყოფილ მწვრთნელს უარით გაისტუმრებს.
31 წლის ნახევარმცველს, მანჩესტერელებთან მიმდინარე კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. მისი ანაზღაურება კი კვირაში 300 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ხელფასის შემცირებაზე კი ტურე კატეგორიულ უარზეა.
„პრემიერ ლიგის“ მიმდინარე გათამაშებაში, იაია ტურემ 24 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 8 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.