გალიანი: „მილანი“ და „რეალი“ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კლუბები არიან
Aa
Aa

გალიანი: „მილანი“ და „რეალი“ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კლუბები არიან

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი თვლის, რომ მიუხედავად კრიზისისა „როსონერი“ დღესაც ევროპის ისეთივე გრანდად რჩება, როგორიც მადრიდის „რეალია“.

 

„ნახევარი საუკუნის წინ „რეალმა“ „ჩემპიონთა თასი“ ზედიზედ 5-ჯერ მოიგო, მას შემდეგ კი „სამეფო გუნდს“ საკმაოდ ხანგრძლივი ჩავარდნა ქონდა. ამის მიუხედავად მადრიდელები ყოველთვის ევროპის ერთ-ერთ წამყვან გრანდად ითვლებოდნენ. დღეს კი ჩავარდნა „მილანს“ აქვს, თუმცა რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, „როსონერი“ ყოველთვის ევროპის გამორჩეული გრანდი იქნება, რადგან კლუბს 18 საერთაშორისო ტიტული აქვს მოგებული. „მილანი“ და „რეალი“ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კლუბები არიან“ - განაცხადა ადრიანო გალიანიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები