„არსენალი“ ობამეიანგით ინტერესდება
Aa
Aa

„არსენალი“ ობამეიანგით ინტერესდება

დორტმუნდის „ბორუსიას“ 25 წლის თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონის „არსენალის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა. ფეხბურთელის შეძენა პირადად არსენ ვენგერს სურს, თუმცა პრობლემები შეიძლება გაბონელის სატრანსფერო ფასმა გამოიწვიოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გერმანელები ობამეიანგს 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

 

თავდამსხმელს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ობამეიანგმა 27 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები