Daily Mail:
Aa
Aa

Daily Mail: "იუნაიტედში" პოგბას ხელფასი და მაისურის ნომერი ცნობილია!

პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა, გადაწყვეტილი ამბავია.

ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის თქმით, ფრანგი ახალ გუნდში ხელფასის სახით, კვირაში 290 ათას გირვანქა-სტერლინგს აიღებს, რაც წელიწადზე გაანგარიშებით 13.5 მილიონი გირვაქნა-სტერლინგია, ეს კი, სადღეისო მონაცემებით, დაახლოებით, 15.5 მილიონ ევროს უტოლდება. 

იმავე Daily Mail-ზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოგბა ახალ გუნდში 6 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში ეს თემა აქტიურად განიხილებოდა და პრესა აბსოლუტურად ლოგიკურად ვარაუდობდა, რომ 6 ნომერს, "წითელი ეშმაკები" სწორედ პოგბასთვის ინახავდნენ. 

 

მომზადებულია Daily Mail.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები