კალეხონი „ატლეტიკოში“ გადასვლასთან ახლოს არის
Aa
Aa

კალეხონი „ატლეტიკოში“ გადასვლასთან ახლოს არის

როგორც „Cadena cope“ იუწყება,  "ნაპოლის" შემტევი ნახევარმცველი, ხოსე კალეხონი, შესაძლოა მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, მადრიდის „ატლეტიკოში“ გადაბარგდეს.

 

იტალიელი ჟურნალისტები კალეხონის სახელს მადრიდელებს უკვე დიდი ხანია რაც უკავშირებენ. მათი აზრით, ფეხბურთელის ტრანსფერით, თავად „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონეა დაინტერესებული.

 

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად 28 წლის ფეხბურთელია, თუმცა მადრიდის "ატლეტიკოს" პირველ რიგში "ნაპოლისთან" მოუწევს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კალეხონის სანაცვლოდ, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს ოცი მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები