ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "დორტმუნდმა" 32 მილიონად, მორიგი ტრანსფერი განახორციელა!

გერმანული პრესის ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსიამ", "ვოლფსბურგთან", ანდრე შიურლეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი კარიერას "სიგნალ იდუნა პარკზე" გააგრძელებს. 

აღნიშნული ცნობა Sky Germany-მ გაავრცელა, რომლის სტატიაშიც ნათქვამია, რომ გარიგება 32 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო შიურლე ახალ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 

25 წლის ფეხბურთელი "ვოლფსბურგში" 2015 წლის იანვარში, 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მას შემდეგ "მგლების" მაისური 63-ჯერ მოირგო. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები