ბასილაშვილი ATP-ის ტურნირის ფინალშია!
Aa
Aa

ბასილაშვილი ATP-ის ტურნირის ფინალშია!

ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში მიმდინარე, GENERALI OPEN-ის სახელობის საჩოგბურთო ტურნირზე, რომელიც 250-იანთა კატეგორიას განეკუთვნება, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა 1/2 ფინალში, 26 წლის სერბი, დუშან ლაიოვიჩი, მარტივად, 6:3 6:1 დაამარცხა და ATP-ს ტურნირის ფინალში პირველად ითამაშებს.

აქამდე ქართველს ერთადერთი მოგებული ტიტული აქვს, რომელიც "ჩელენჯერის" კატეგორიისა გახლდათ. 

24 წლის ქართველის მეტოქე, ადგილობრივი ჯერალდ მელცერისა და ვეტერანი იტალიელი პაოლო ლორენცის დაპირისპირებაში გაირკვევა. 

ფინალური შეხვედრა ხვალისთვისაა დაგეგმილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები