ჟოზემ გადაწყვიტა: ეს 4 კაცი
Aa
Aa

ჟოზემ გადაწყვიტა: ეს 4 კაცი "იუნაიტედიდან" მიდის!

მორიგ ახალ ამბავს ავრცელებენ ბრიტანული ტაბლოიდები, რომლის თანახმადაც, ჟოზე მოურინიომ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მის ფორმაციაში ვერ ჯდებიან და კლუბი უნდა დატოვონ.

The Sun-ის თქმით, "ოლდ ტრაფორდიდან" აბარგება, ხუან მატას, მარკოს როხოს, დელი ბლინდსა და მორგან შნაიდერლინს მოუწევთ. 

"განსაკუთრებულის" განმარტებით, ამ ოთხეულიდან არცერთს თამაშის პერსპექტივა არ აქვს და მის გეგმებში არანაირად ჯდებიან, შესაბამისად, თუკი სათამაშო პრაქტიკა უნდათ, სხვა კლუბი უნდა მოძებნონ.

 

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები