Daily Telegraph:
Aa
Aa

Daily Telegraph: "ლესტერმა" თავის ლიდერს ფასი დაადო

ბრიტანული ტაბლოიდის, Daily Telegraph-ის ცნობით, "ლესტერის" ხელმძღვანელობამ რიად მაჰრეზის გამოსასყიდ თანხად 45 მილიონი გირვანქა-სტერლინგი (დაახლოებით 51 მილიონი ევრო) დააწესა. 

მიუხედავად ამისა, ლესტერშირელები ალჟირელის გაყიდვას არ აპირებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მაჰრეზი მომავალ სეზონშიც ჩვეულად პროდუქტიული იქნება. 

25 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 37 მატჩში 17 გოლი შეაგდო. მას "მელიებთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები