ბლანი: საპასუხო შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენი“ სულ სხვა გუნდი იქნება
Aa
Aa

ბლანი: საპასუხო შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენი“ სულ სხვა გუნდი იქნება

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა „ბარსელონასთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საპასუხო შეხვედრაში მისი გუნდი სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს.

 

„გუშინ ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ჩვენი სათამაშო სტილი ბურთის ფლობაზეა აგებული. ჩემი ფეხბურთელები არ არიან მიჩვეულნი მუდმივად ბურთის დაბრუნებისთვის ბრძოლას. ამას გარდა აშკარად გვაკლდა ფიზიკური მომზადება, ხოლო ტრავმირებულ და დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელებზე საუბარიც კი ზედმეტია. განმეორებით შეხვედრაში „პსჟ“ სულ სხვა გუნდი იქნება, რადგან შემადგენლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკო ვერატი დაგვიბრუნდებიან. გუნდის ლაზარეთს რაც შეეხება, მეეჭვება რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმის მოშუშება მოასწროს.“ - განაცხადა ლორან ბლანმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები