Aa
Aa

"ტორპედოში" გერმანელი ახალწვეულია

როგორც ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური იუწყება, იმერული კლუბი, გუშინ საღამოს, თურქეთის ქალაქ ბოლუში, შეკრებაზე გაემგზავრა. 

იქამდე კი, გუშინვე, ქუთათურებმა ფოთის "კოლხეთთან" ამხანაგური მატჩი გამართეს და 5:1 იმარჯვეს.

აღნიშნულ შეხვედრაში "ტორპედოს" რიგებში ითამაშა, გასულ კვირას გუნდში ჩარიცხულმა, "აიაქსის", "პსვ"-ს, "ნორვიჩისა" და ხიხონის "სპორტინგის", ყოფილმა მცველმა, 35 წლის იურგენ რომანო კოლინმა, რომელმაც, თუკი იმავე კლუბის პრესსამსახურს დავესესხებით, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. 

გარდა კოლინისა, გუნდში კიდევ ერთი ლეგიონერი გამოჩნდება. ესაა 24 წლის ფრანკ მბარგა, რომელიც კამერუნში გახლავთ დაბადებული და გერმანიის მოქალაქეა. იგი ქართულ კლუბს, თურქეთში შეუერთდება.

მბარგა ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. ის სხვადასხვა დროს "ჰოფენჰაიმი II-"-ის, "ვალდორფ მანჰაიმის", ბერძნული "ანაგენისისა" და სოფიის "სლავიას" რიგებში გამოდიოდა, ბოლოს კი თურქულ "ტრაბზონ 1461"-ში ირიცხებოდა. 

მოაწონებს თუ არა მბარგა თავს კობა ჟორჟიკაშვილს და დარჩება თუ არა კლუბში, ეს, თურქული შეკრების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. 

 

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები