მატიე
Aa
Aa

მატიე "ბეშიქთაშთან" ახლოსაა

კატალონიური "ბარსელონას" ფრანგი მცველი, ჟერემი მატიე, დიდი ალბათობით, კარიერას თურქულ "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. 

თურქული ტელეარხის, Ntvspor-ის ინფორმაციით, "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელები "ბარსას" მესვეურებს დღეს მიმართავენ და 7 მილიონიან შეთავაზებასაც გაუკეთებენ. 

ვიცით ისიც, რომ თავად მატიე სტამბულურ გრანდში გადასვლაზე თანახმაა, შესაბამისად, მოსურნე კლუბს, დასაყოლიებელი, მხოლოდ მატიეს ამჟამინდელი კლუბი ჰყავს. 

32 წლის ფრანგი, უნივერსალი მცველი, "ბარსელონაში" 2014 წელს "ვალენსიადან" გადავიდა და მას შემდეგ 51 მატჩში 2 გოლი შეაგდო, მათ შორის ერთი, "კლასიკოში" "რეალის" კარში...

 

მომზადებულია Ntvspor.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები