მარადონას ცხოვრებაზე სერიალს გადაიღებენ
Aa
Aa

მარადონას ცხოვრებაზე სერიალს გადაიღებენ

გუშინ საღამოს, ბუენოს აირესში მოეწყო პრესკონფერენცია იმის შესახებ, რომ სულ მალე, არგენტინული ტელეარხი Telefe, ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ცხოვრებასა და საფეხბურთო მოღვაწეობაზე, სერიალს გადაიღებს. 

"ჩემი ცხოვრების თითოეულ თვეზე, გაკეთდება სერიალი, რომელიც 100 ეპიზოდისგან შედგება. ვფიქრობ, რომ სერიალი ყველაზე კარგად დაიტევს იმას, რაც ჩემს თავს ყოველდღიურად ხდება, ვიდრე ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოები".

"ეს წამოწყება ჩემთვის ძალიან საინტერესოა და საქმეს სერიოზული ენთუზიაზმით ვუდგები". - განაცხადა მარადონამ პრესკონფერენციაზე. 

ტელეარხის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ მარადონასთან კონტრაქტი გაფორმებულია, თუმცა ჯერჯერობით დეტალებისა და სერიალის ფორმატის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები