AS:
Aa
Aa

AS: "ბარსას" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეუთანხმდა!

პოპულარული ესპანური სპორტული გამოცემის, AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონა", ახალი სეზონისათვის მორიგ ტრანსფერს სულ მალე გააოფიციალურებს. 

საქმე ისაა, რომ კატალონიელებმა, მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა შემტევთან, ლუსიანო ვიეტოსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და თუ იმავე AS-ს ვერწმუნებით, არც კლუბებს შორის მოლაპარაკება გახდება დიდი პრობლემა. 

შესაბამისად, 22 წლის არგენტინელი, შეგვიძლია 99%-ით, "ბარსას" ფეხბურთელად გამოვაცხადოთ.

ვიეტოს პროფესიონალური კარიერა 2011 წელს არგენტინულ "რასინგში" დაიწყო, რომლიდანაც 3 წლის შემდეგ "ვილიარეალში" გადავიდა, ხოლო "ატლეტიკოსთან" ხელშეკრულება გასულ ზაფხულს გააფორმა. 

ტრანსფერის თანხა და კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

 

მომზადებულია as.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები