საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო რეიტინგში პროგრესი განიცადა
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო რეიტინგში პროგრესი განიცადა

დღეს დილით ფიფა/კოკა-კოლას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა, რამდენიმე ადგილით წინ წაიწია.

ჩვენი ეროვნული გუნდი, 318 ქულით 118-ე ადგილზე გადავიდა და წინა თვესთან შედარებით, 19 ადგილი მოიგო. 

შეგახსენებთ, რომ ივნისში "ჯვაროსნებმა", ორი ამხანაგური მატჩი გამართეს. 3 ივნისს, ავსტრიულ შეკრებაზე, რუმინეთთან ანგარიშით 1:5 განადგურდნენ, ხოლო 7 ივნისს, სტუმრად, ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. 

გეტყვით იმასაც, რომ ქართველები, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, 5 სექტემბერს, ავსტრიასთან საშინაო მატჩით გახსნიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები