ბუფონი: კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ
Aa
Aa

ბუფონი: კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა „მონაკოსთან“ გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შეხვედრაში სასურველ შედეგს მიაღწია.

 

„შედეგი პოზიტიურია, რადგან გამარჯვება ისე მოვიპოვეთ, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიგვიღია. ეს კი განმეორებითი შეხვედრისთვის საკმაოდ დიდ უპირატესობას გვაძლევს. საწყის 20 წუთში საკუთარ თავს პრობლემებს ჩვენ თვითონვე ვუქმნიდით. გადაცემებში ძალიან ბევრი წუნი გვქონდა, რაც მეტოქემ კარგად გამოიყენა და რამოდენიმე ძალიან სახიფათო კონტრ-შეტევა განახორციელა.

 

რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, ამბობენ რომ მე 38 ან 39 წლის ასაკში თამაში უკვე აღარ შემეძლება, რაც სრული სისულელეა. ფეხბურთელმა კარიერა მაშინ უნდა დაასრულოს, როდესაც მისი მოედანზე ხილვა აღარავის აღარ უხარია, ჩემს შემთხვევაში კი ეს ასე არ არის. საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფები და კარიერის დასრულებას არ ვაპირებ“ - განაცხადა ბუფონმა „Football Italia“-სთან საუბარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები