ფერგიუსონი:
Aa
Aa

ფერგიუსონი: "რონალდუ თავის ეპოქაში საუკეთესოა"!

ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა, გერმანულ Bild-თან, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"ჩემი აზრით, კრიშტიანუს საუკეთესო თვისება მოტივაციაა. როცა "მანჩესტერში" მისი მწვრთნელი ვიყავი, ვხედავდი როგორ მუშაობდა საკუთარ თავზე და თამამად ვიტყვი, რომ იგი ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე იყო". 

"ვარჯიში შემდეგ ბაზაზე რჩებოდა და ხან დარტყმის ტექნიკას აუმჯობესებდა, ხანაც თავით თამაშს ხვეწდა. ერთი სიტყვით, იგი ისეთი მეომარია, როგორიც ნამდვილი სპორტსმენი უნდა იყოს". 

"ჩვეულებრივ, ტოპ კლასის ფეხბურთელები, უმაღლეს დონეზე 5-6 წელიწადს თამაშობენ და შემდეგ ჩავარდნა ეწყებათ. კრიშტიანუ კი, ამას უკვე 10 წელია აკეთებს. ესეც იმაზე, მიუთითებს, რომ ის გამონაკლისია". 

"ყველა თაობას ჰყავს გამორჩეული ფიგურა და ვფიქრობ, თავის საფეხბურთო გენერაციასა და ეპოქაში, რონალდუ საუკეთესოა". - განუცხადა Bild-ის რეპორტიორს 74 წლის ფერგიუსონმა. 

 

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები