ქუთაისის “ტორპედომ” პსვ-ს, “ნორვიჩის”, “აიაქსისა” და “ხიხონის” ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
Aa
Aa

ქუთაისის “ტორპედომ” პსვ-ს, “ნორვიჩის”, “აიაქსისა” და “ხიხონის” ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

დღეს ს.კ. „ტორპედო“ ქუთაისთან კონტრაქტი სურინამული წარმოშობის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, იურგენ რომანო კოლინმა გააფორმა. დიდი სათამაშო გამოცდილებისა და წარმატებული კარიერის მქონე ცენტრალური მცველი, „ტორპედოს“ გარდამავალ ეროვნულ ჩემპიონატში დაეხმარება.

იურგენი 35 წლისაა. იგი ქალაქ უტრეხტში დაიბადა.თავიდან „უტრეხტისა“ და „პსვ“-ს ახალგაზრდულ გუნდებში ბურთაობდა.

იურგენ კოლინის „ტორპედოში“ ტრანსფერი ვეტერან ფეხბურთელს, სპორტულ მენეჯერსა და ფიფას ლიცენზირებულ აგენტს, გოგა გახოკიძეს უკავშირდება. გახოკიძემ „პსვ“- ში თამაშის პერიოდში გაიცნო კლუბის ახალგაზრდული გუნდის მცველი და მას შემდეგ, მასთან მეგობრულ ურთიერთობას არ წყვეტს. 

ვეტერან მცველს, სხვადასხვა დროს "გენკის", "ბრედას", "ნორვიჩის", "აიაქსის", ხიხონის "სპორტინგის", "ვალვაიკის", "ანორთოსისის", თელ ავივის "ჰაპოელისა" და აშკელონის "ჰაპოელის" მაისური მოურგია. 

 

 

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები