შკრტელმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა!
Aa
Aa

შკრტელმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა!

სლოვაკეთის ნაკრების კაპიტანი, მარტინ შკრტელი, ინგლისური "ლივერპულიდან", თურქულ "ფენერბაჰჩეში" გადავიდა. 

აღნიშნული ინფორმაცია "ფენერის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც შკრტელი სამედიცინო შემოწმებას გადის. 

გავრცელებული ცნობით, "ფენერბაჰჩეს" სლოვაკი ცენტრალური მცველის ტრანსფერი, 5 მილიონი ევრო დაუჯდა. 

31 წლის შკრტელმა "ლივერპულს", 2008 წელს, რუსული "ზენიტიდან" მიაშურა და მერსესაიდელთა მაისურით, 242 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები