Aa
Aa

"ბარსას" ერთ-ერთი ლიდერი, გვარდიოლას "სიტიში" მიყავს?

ესპანური სპორტული გამოცემის, Marca-ს ცნობით, კატალონიის "ბარსელონას" ჩილელი მეკარე, კლაუდიო ბრავო, შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდეს. 

ტრანსფერის ინიციატორი, რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლაა, რომელსაც "ბლაუგრანას" მეორე კიპერის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადაბირებაც სურს და როგორც პრესაში იწერება, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად "ეტიჰედზე" გადავა.

იმავე Marca-ს თქმით, "ბარსას" ხელმძღვანელობა, სულ მცირე, 20 მილიონიანი წინადადების პირობებში, მზადაა, ბრავოს ტრანსფერი განიხილოს. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები